ნეიმარმა პსჟ-ის ფანები გააბრაზა. ბაიერნთან წაგების მერე, ღამე „მაკდონალდსიდან“ განათავსა ორი ფოტო, სადაც იცინის… მეორე დღეს კი პოკერის ტურნირში ითამაშა.
პოკერშიც წააგო: ჯერ შუადღით გამოჩნდა, მალევე წააგო და წავიდა. რამდენიმე საატის მერე კი ისევ დაბრუნებულა და დიდხანს უთამაშია.
ფანებმა კომენტარებში ლანძღეს ნეიმარი. შეახსენეს კილიან მბაპეს სამოტივაციო ტექსტი. მბაპემ ბაიერნთან წაგების მერე გასახდელში შემოიკრიბა თანაგუნდელები და ემოციურად ისაუბრა – გამოიღვიძეთ, მიუნხენში უნდა მოვიგოთ, ამიტომაც მანამდე ყველანაირი რეჟიმი დავიცვათო.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში პარიზელებმა 0:1 წააგეს ბაიერნთან.