მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ზეიმისას, არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა კილიან მბაპეს სახიანი თოჯინა აიღო და ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომ ბევრმა ჩათვალა თითქოს ამით კილიანს დასცინა. ამ თემაზე თავად არგენტინელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მბაპესთვის არ დაუცინია და მოყვა თუ რა მოხდა რეალურად.
“ის რაც გასახდელში ხდება, გასახდელში უნდა დარჩეს. მბაპეზე სიმღერა არ უნდა გახმაურებულიყო. კარგად მახსოვს როგორი შეძახილები იყო მესიზე 2018 წელს როცა საფრანგეთმა არგენტინა გამოაგდო. იმავეს იზამდნენ ნეიმარზე, ბრაზილია რომ დაემარცხებინათ.
მბაპეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, მას დიდ პატივს ვცემ. თუ მასზე ვიმღერეთ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კილიანი საკუთარი გუნდის მთავარი მოთამაშეა.
რაც შეეხება თოჯინის ეპიზოდს, ბუენოს აირესში უამრავი თოჯინა დაგვაყარეს, ერთ-ერთი ავიღე, რომელსაც მბაპეს სახე ჰქონდა და რამდენიმე წამი მეჭირა ხელში, შემდეგ გადავაგდე. სულ ეს არის.
სად ნახეთ აქ მბაპეს დაცინვა? ამ ბიჭმა ფინალში 4 გოლი გამიტანა! 4! ფინალში! როგორც გითხარით მბაპეს დიდ პატივს ვცემ. ის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელია ვინც მინახავს. თამაშის შემდეგ ვუთხარი, რომ შეუძლია საკუთარი თავით იამაყოს.
რაც შეეხება თასით გაკეთებულ ჟესტს, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. ცეკვა? მანამდე ცხოვრებაში არასდროს მიცეკვია. ზოგს შეიძლება ჩემზე ეფიქრა, რომ კლოუნი ვარ, მაგრამ არა უშავს.” – განაცხადა ასტონ ვილას მეკარემ.