კილიან მბაპე გაბრაზებულია იმის გამო, რომ რეალში ვერ გადადის.
22 წლის ფრანგს სჯერა, რომ პსჟ სიტყვას არ ასრულებს, რადგან, წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით, თუ 180 მილიონიანი შეთავაზება იქნებოდა, მას წასვლის უფლებას მისცემდნენ.
პარიზელები მადრიდელთა წინადადების დაბლოკვას თუ გააგრძელებენ, იანვარში მბაპე რეალთან ხელს წინასწარ კონტრაქტს მოაწერს, ზაფხულში კი უფასოდ შეუერთდება.