კილიან მბაპეს ტუნისთან მატჩში თამაში საეჭვოა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, გუშინდელ ვარჯიშზე, მან კოჭის არეში დისკომფორტი იგრძნო. ამის გამო, დიდიე დეშამი ფიქრობს, რომ ტუნისთან მას დაასვენებს.
შანსი იმისა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, 23 წლის შემტევი ითამაშებს, ძალიან მცირეა. თუ მბაპე არ იქნება, სავარაუდოდ, შანსი კოლო-მუანის მიეცემა.
თავად კილიანს თამაში და სტატისტიკის გაუმჯობესება ძალიან სურს, რათა ჟიუსტ ფონტენს დაეწოს – იქამდე 6 გოლია.
შეხვედრა 30 ნოემბერს – თბილისის დროით, 19:00 გაიმართება.