კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი წელს ზაფხულში ეწურება. ფრანგებს მისი გაშვება, თანაც უფასოდ არ სურთ და ამიტომ ახალ 2 წლიან ხელშეკრულებას უმზადებენ. The Telefoot-ის ცნობით, პოჩეტინოს გუნდი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს მალე შესთავაზებს.
მოგეხსენებათ მბაპეს მსურველები არ აკლია. უკვე დიდი ხანია, რაც მის გადაბირებას მადრიდის რეალი ცდილობს. მეტიც, რეალში გადასვლის სურვილს არც თავად ფეხბურთელი მალავს.
მბაპე პსჟ-ში მონაკოდან 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 23 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.