კილიან მბაპე დაფრინავს. მან ამ მუნდიალზე პირველად გააკეთა ვრცელი კომენტარი (RMC Sport), საფრანგეთი-პოლონეთის მატჩის შემდეგ… მბაპემ ორი ლამაზი გოლი გაიტანა.
„არ ვიცი, რატომ დამაბრალეს, თითქოს განგებ არ ვსაუბრობ ჟურნალისტებთან. არავითარი საწინააღმდეგო არ მაქვს მათ მიმართ. უბრალოდ, კონცენტრაცია სულ მჭირდება და არაა საჭირო სხვა საქმეზე გადართვა, ან ენერგიის დახარჯვა. ესაა მიზეზი, რომ პრესას რამდენიმე დღე არ ვესაუბრე.
… ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი სიხარულია. კიდევ ერთხელ ჩემპიონობა კი – ოცნება. დიახ, ეს სეზონი სპეციალურად ავაწყე მუნდიალზე მოსამზადებლად და მორალურად მომზადებული შევხვდი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მთავარი მიზნიდან ჯერ შორს ვართ“.
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა ჩესლავ მიხნიევიცმა მბაპეზე ეს თქვა:
„არცერთ მწვრთნელს არ აქვს მბაპეს შეჩერების რეცეპტი, როცა ასეთ ფორმაშია. დღეხ დიდი დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ მაინც ძალიან ვგულშემატკივრობ, იმიტომ რომ ნამდვილი ვარსკვლავია. ვფიქრობ, თაობათა ცვლის მერე მბაპე დიდხანს იქნება საუკეთესო ფეხბურთელი“.
23 წლისაა და მსოფლიოზე უკვე 9 გოლი აქვს გატანილი.