მბაპე: “ასე თუა, ნაკრებიდან წავალ…”

პსჟ-ის ფორვარდმა, კილიან მბაპემ უკმაყოფილება არ დამალა, რომელიც ევრო 2020-ის შემდეგ დაეუფლა – თამაშის შემდეგ, შვეიცარიასთან გამოუყენებელი პენალტის გამო, მას ქომაგებმა უსტვინეს და “მაიმუნი” დაუძახეს

“საფრანგეთის ნაკრებში თამაშის სანაცვლოდ 1 ევროც არ ამიღია. მზად ვარ, იქ ყოველთვის უფასოდ ვითამაშო, მაგრამ პრობლემები არ მინდა შემექმნას.

მიუხედავად ჩემი სურვილისა, დადგა მომენტი, როცა პრობლემას შევხვდი. სხვა ადამიანებიც ამასვე გრძნობენ. ისინი ამბობენ, თითქოს ნაკრებმა იმიტომ წააგო, საკუთარ ეგოს ვერ მოვერიე, სხვა შემთხვევაში გამარჯვება გარანტირებული გვქონდა.

საფრანგეთის ეროვნული გუნდი ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია. თუ ნაკრები უჩემოდ უფრო ბედნიერი იქნება, მზად ვარ წავიდე.

ჩვენი ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტს, ნოელ ლე გრეს შევხვდი და ამ საკითხზე ვისაუბრეთ. მას ვუთხარი, რომ შვეიცარიასთან ვერ გამოყენებული პენალტის შემდეგ, შეურაცხყოფა მომაყენეს და “მაიმუნი” დამიძახეს, რის გამოც უკმაყოფილო ვარ. უფრო მეტიც, მაშინ შოკში ვიყავი.

არ უარვყოფ, რომ შეცდომა დავუშვი, თუმცა ამ დროს მხარდაჭერა მეტად მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის მითხოვია, უბრალოდ – მშვენიერი იქნებოდა.

წაგებული თამაშის შემდეგ, ყველანაირი ემოცია მესმის, ყველანი იმედგაცრუებას ვგრძნობდით, თუმცა ყურადღება სიტყვა “მაიმუნს” მიაქციეთ.

ახლა ყველაფერი მოგვარებულია, საფრანგეთის ნაკრები მიყვარს,” – გოალი მბაპეს სიტყვებს ციტირებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *