მბაპე მაინც მიდის

კაცმა არ იცის, რა ხდება ამჟამად კილიან მბაპეს თავს. რამდენიმე დღის წინათ, პარი სენ-ჟერმენის მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ლიონელ მესის წარდგენისას თქვა: მბაპეს საუკეთესო გუნდში უნდოდა თამაში. ახლა მესიც ჩვენთანაა და აღარსად წავაო.

PSG | Al-Khelaifi: "¿Mbappé? Some offered more than us..." - AS.com

მაგრამ არც ასე იოლად ყოფილა საქმე. რეალი ისევ უფუცხუნებს კილიანს და ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, ამ კვირაში ალ-ხელაიფი მადრიდში ჩავა და რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდებაო.

კილიანს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის ვადის ბოლო წელიწადი დაეწყო და კლუბის ხელმძღვანელობამ ვერაფრით დაითანხმა ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგაც გააგრძელოს.

მბაპემ ახალდაწყებულ ლიგა 1-ის ორივე ტურში ითამაშა. სტრასბურთან (4:2) გოლიც გაიტანა, მაგრამ საკუთარმა მაყურებელმა კარგა ხანს უსტვინა, გრძნობენ, რომ გული აღარ უდგება პარიზში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *