მბაპე მუშაობას შეუდგა – პირველი მოთხოვნა “პსჟ”-ს

გუშინ მბაპეს, მადრიდის “რეალის” და “პსჟ” საგა საბოლოოდ დასრულდა. ფრანგმა ვარსკვლავმა პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, რასაც ზღაპრული პრივილეგიები მოჰყვა.

300 მილიონი ბონუსის სახით, 100 მილიონი წელიწადში და მას საშუალება ექნება მომავალში კლუბის საქმიანობაში ჩარეულიყო, რაც ითვალისწინებს მწვრთნელის ცვლილებას და ტრანსფერებს.

ესპანური სპორტული გამოცემის DefensaCentral-ის ინფორმაციით, მბაპემ “უფროსობა” უკვე დაიწყო და კლუბს პირველი მოთხოვნაც წაუყენა.

ფრანგის მთავარი სურვილი მწვრთნელის, მაურუსიო პოჩეტინოს გაშვება და მისი ზინედინ ზიდანით ჩანცვლებაა.

ასევე ცნობილია, რომ კლუბს დატოვებს სპორტული დირექტორი ლეონარდო და პარიზელები შესაძლოა ნეიმარსაც შეელიონ.

სწორედ ამ პრივილეგიების გამო დაიყოლიეს კილიან მბაპე “პსჟ”-ს ბოსებმა კონტრაქტის გახანგრძილებაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.