საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში პსჟ მე-6 ლიგის გუნდ პაის დე გასელს შეხვდა და 7:0 დაამარცხა. 7-დან 5 გოლი კილიან მბაპეს ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს ისტორიაში პირველად შეასრულა ფეხბურთელმა პენტატრიკი. ეს თავად მბაპესთვისაც პირველი შემთხვევაა, როცა ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.
როგორც უკვე გითხარით, პსჟ საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მარსელს შეხვდება. მარსელმა თავის მხრივ რენს 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი მატეო გენდუზის ანგარიშზეა.
მბაპე შესანიშნავ ფორმაშია. ფრანგმა მეგავარსკვლავმა ამ სეზონში პსჟ-ს მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.