„კილიან მბაპე უნიკალურია და დღესვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. მბაპე შეცვლის კრიშტიანუ რონალდუს, მაგრამ ვერ შეცვლის ლეო მესის“ – თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ბომბარდირმა გარი ლინეკერმა.
ინგლისელი მიმომხილველი უფრო დაკონკრეტდა. მან სათამაშო მანერას გაუსვა ხაზი:
„რასაც მესი აკეთებს, სხვა ვერავინ ვერ ახერხებს. მისი შეცვლა შეუძლებელია. მბაპეს თავისი გზა აქვს არჩეული. უნდა წავიდეს თუ არა პსჟ-დან, რათა თავისი სიდიადე დაამტკიცოს? ალბათ. ზუსტად არ ვიცი. თუმცა არ ვფიქრობ, რომ სატრანსფერო ამბები მბაპეს ევროპის ჩემპიონატში თამაშზე ცუდად იმოქმედებს“.