მბაპე – უკვე პოლიტიკაც ჩაერია

კილიან მბაპეს რეალში გადასვლა-არგადასვლის თემაზე, რომელსაც ეტყობა, ბოლო არ უჩანს. El Mundo-ს ცნობით, ფეხბურთელის ამბავი პარიზში ელისეის სასახლეშიც განიხილება. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მბაპესთან უსაუბრია და პსჟ-ში დარჩენა უთხოვია.

ასევე დაინტერესებულია საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც და სურს, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს.

23 წლის ფორვარდის შენარჩუნება პსჟ-ის სპორტულ დირექტორ ლეონარდოს აქვს დავალებული – ნებისმიერ ფასად უნდა დაიყოლიონ, რათა მბაპე არ წავიდეს.

თუმცა რეალი ბრძოლას აპირებს.

Leave a comment

Your email address will not be published.