მბაპე-ჰოლანდის დომინანტობა 12 წელი? ვერ წარმომიდგენია

რობერტ ლევანდოვსკიმ აზრი გამოთქვა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდზე (France Football). ბაიერნის პოლონელ ბომბარდირს ვერ წარმოუდგენია, რომ მბაპემ და ჰოლანდმა ათ წელიწადზე  მეტხანს მოახერხონ დომინანტობა.

„ორივეს აქვს ტალანტი და ეს ფაქტია. თუმცა ვინ იცის, უახლოეს დროში სხვა თავდამსხმელებიც გამოჩნდნენ. პირადად მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჰოლანდმა და მბაპემ მესივით და რონალდუსავით 12 წელი ასე სასწაულად ითამაშონ. გამოჩნდებიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ.

…მბაპე დიდებულია ორივე ფეხით და ძალიან ჰგავს ტიერი ანრის. დარწმუნებული ვარ, კილიანი მსოფლიო ფეხბურთში თავის სახელს ჩაწერს. ასევე ჰოლანდიც, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ნელი მოგეჩვენოს, მაგრამ საოცარი აფეთქებები იცის და ტექნიკაც მშვენიერი აქვს“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *