20 დეკემბერს პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპე 23 წლის გახდა. წვეულებაზე დიდი მხიარულება ყოფილა, იუბილარს თავად პელემაც კი მიულოცა ტვიტერში სან-პაულუს ჰოსპიტლიდან, სადაც ახლა ის მკურნალობს.
საზეიმო ტორტი მბაპეზე მაღალი გამოდგა, ანცმა თანაგუნდელებმა კი პსჟ-ის საგანგებო მაისურა აჩუქეს წარწერით – მბაპე 2050, რაც იმის მანიშნებლი იყო, რომ კილიანი კლუბში 2050 წლამდე, ანუ დიდ ხანს უნდა დარჩეს. ეს რეალის ბოსტანში ხუმრობით ნასროლ კენჭსაც ჰგავდა.
სერიოზულად კი, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს მბაპე მადრიდული სამეფო ფეხბურთელი გახდება.