მეგობრებო, გახსოვდეთ საქართველო

მინდა მივმართო ესპანეთის ნაკრების მეკარეს უნაი სიმონს, ნახევარმცველ პედრის, გუნდის სხვა ფეხბურთელებს, აგრეთვე მწვრთნელთა შტაბს, ქვეყნის ფეხბურთის სამეფო ფედერაციას და გულშემატკივრებს:  მეგობრებო, ევრო 2020-ზე (იგივე 2021-ზე) თქვენს თამაშს დიდი სიამოვნებით ვუყურებ და თქვენი დიდი პატივისმცემელიც ვარ, მაგრამ თუკი ოდესმე  კიდევ მოგინდებათ ისეთი გოლის გაშვება, ხორვატიასთან მერვედფინალში რომ გაუშვით, ამისათვის დიდი შეჯიბრების ფლეი-ოფს ნუღა დაელოდებით.

Spain Own Goal Video: Pedri Finds Own Net Against Croatia After Goalkeeper Unai Simon Fails to Control the Ball During UEFA Euro 2020 Clash | ⚽ LatestLY

აგერ, 5 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაქვთ საქართველოსთან და არ მოგერიდოთ, შეგიძლიათ იქ გაიმეოროთ იგივე. თან, თუ ამას თამაშის ბოლო წუთზე ან კიდევ უკეთესი, მსაჯის წამატებულ დროში გააკეთებთ მთლად უკეთესი იქნება. იცით, არ არის ლამაზი საქართველოს ნაკრებს ბოლოწამს, შორიდან, ლამაზი დარტყმით გაუტანოთ, სხვებთან კი ან ერთმანეთს ათასზე მეტი პასი გადააწოდოთ და კარში საერთოდ არ დაარტყათ ან საკუთარ კარში გაიტანოთ გოლი.

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები უკეთ და უკეთ თამაშობს. ერთადერთი,  ბადეში არ გაუმართლა, ჩეხეთს თუ მოუგებს, მერე იტალიასა და ბელგიას შორის გამარჯვებულს ხვდება და კაცმა არ იცის როგორ დამთავრდება ეს ამბავი.

რაც შეეხება ვლადიმერ ვაისის სამშობლოს სლოვაკეთს, ამ გუნდს საქართველო უახლოეს მომავალში არ ხვდება, ამიტომ, ამ ეტაპზე ჩემი მიმართვა მაინცდამაინც აქტუალური არ უნდა იყოს. გუნდებს სულ ორჯერ აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები, 2000 წელს კვიპროსის ტურნირზე (ქეცბაიას და ყაველაშვილის გოლებით 2:0 მოვიგეთ) და 2016 წელს ამხანაგურ შეხვედრაში1:3 წავაგეთ, ჩვენგან ყენიამ გაიტანა.

Bizarre own-goal helps Spain advance to last 16 at Euro 2020 | Loop Trinidad & Tobago

და მაინც, საქართველო-ვაისის დიალოგის ფორმატში გავკადნიერდები და ჩვენს სლოვაკ ძმებს მივმართავ: მეგობრებო, თუ ოდესმე კიდევ მოგინდეთ ისეთი გოლის გაშვება, ესპანეთთან რომ გაუშვით, ამას მაინცდამაინც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ნუ იზამთ. დაიმახსოვრეთ საქართველო და ოფიციალურად რომ შეხვდებით, აი, იქ შეგიძლიათ გაიმეოროთ. მსაჯის წამატებულ დროში მთლად უკეთესი იქნება. ცხადია, მიმიხვდით, მეკარე დუბროვკას მიერ ბურთის თავის კარში შეგდებას ვგულისხმობ. მზემ შეუჭვრიტინა? არ არის პრობლემა, საქართველო მზიური ქვეყანაა.

თუმცა, ისე არ გამოგვივიდეს, თითქოს ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ კურიოზული გოლები გადის. 28 ივნისი, მაგალითად დრამატიზმით აღსავსე დღე იყო და მთელი მსოფლიოს გულშემატკივარმა ამ დღეს გამართული ორი მატჩისგან უდიდესი სიამოვნება მიიღო.

პირველი მატჩი გახლდათ ზემოთ ნახსენები ესპანეთი ხორვატიის წინააღმდეგ. აქ იყო დინამიზმი, ორმხრივი შეტევები, ხელმოცარვები და ბევრი გოლი. ხოლო მთავარი, რამაც ეს შეხვედრა გაალამაზა, გახლდათ ხორვატების უტეხი სული.  ფაქტია: ხორვატია ფეხბურთს ამშვენებს!

 

Euro 2020 France vs Switzerland Player ratings as the Swiss pulls off the unthinkable overthrowing the World Champions 5-4 on penalties » FirstSportz

და იმავე საღამოს გაიმართა კიდევ ერთი უხვგოლიანი, აცილებულპენალტებიანი (როგორც თამაშში, ასევე მატჩისშემდგომ სერიაში), გაცუდებულმომენტებიანი და ემოციებით სავსე შეხვედრა, რომელშიც შვეიცარიამ საფრანგეთს მოუგო. საფრანგეთს მართალია ფავორიტად მიიჩნევდნენ და რეგალიებიდან თუ ვარსკვლავების რაოდენობიდან გამომდინარე ალბათ ეკუთვნოდა კიდეც, მაგრამ რომ გითხრათ ამ ჩემპიონატში მე მათ თამაშს სილაღე და ფანტაზია შევატყვე, მეთქი, არ ვიქნები მართალი. მგონი, ფრანგი ვარსკვლავები უფრო წვალობდნენ, ვიდრე ნავარდობდნენ. მიზეზი არ ვიცი. ვიღაცამ, დეშამის ტაქტიკა დაიწუნა, ვიღაცამ — თავში ჰქონდათ ავარდნილიო.

და კიდევ, შვეიცარიასთან მატჩისწინა სტატისტიკა გვეუბნებოდა, რომ 1905 წლის 12 თებერვლიდან მოყოლებული, ამ ორი ქვეყნის ეროვნულ გუნდებს ერთმანეთთან 38-ჯერ ჰქონდათ ნათამაშები. აქედან, 16-ჯერ ფრანგებს მოეგოთ, 12-ჯერ კი შვეიცარიელებს. დაგვეთანხმებით, 116 წელიწადში მხოლოდ 4 (ახლა უკვე 3) მოგებიანი  უპირატესობა დიდი არ არის ანუ, ამ გუნდების შეხვედრის წინ მაინცდამაინც ფრანგების გამარჯვების მოლოდინი ალბათ არ უნდა გვქონოდა.

შეიძლება იყოს 10 ადამიანი, people playing sports, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

ინგლისმა კი გერმანია კლასიკურად დაამარცხა. ჩეხებმა ნიდერლანდებს (აფსუს, ჰოლანდია რა გემრიელად გამოსათქმელი სიტყვა იყო. ისე, ვინმე გვიშლის ჰოლანდიის თქმას?) ვაჟკაცურად აჯობეს; დანიამ უელსს მკაცრად მიუთითა, რომ დიდი ბიჭების თამაშში არ უნდა ჩაერიოს; ავსტრიამ იტალიას უთხრა შენ მე თურქეთი ხომ არ გგონივარო, მაგრამ ვერ მოუგო. პორტუგალიისა და ბელგიის თამაში კი დამტვრეული ვარსკვლავების რაოდენობით ბელგიამ წააგო 0:2 (დე ბრუინი, ედენ აზარი), თუმცა გოლებით 1:0 გაიმარჯვა.

და ბოლოს, Хай живе Україна!

Sweden vs Ukraine LIVE: Euro 2020 result, final score and reaction - as England learn opponents | The Independent

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *