იტალიის ქალაქ ტურინში დასასრულს უახლოვდება წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ ნახევარფინალურ მატჩში დანილ მედვედევმა 6:4 6:2 სძლია კასპერ რუუდს და ფინალის საგზური მოიპოვა.
მთელი შეხვედრის მიმდინარეობისას, მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი დანილ მედვედევი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. რუსი ჩოგბურთელი სტაბილურად მიდიოდა მეტოქის ჩაწოდებაზე ბრეიკპოინტებამდე(ჯამში 9 ბრეიკპოინტი), ხოლო ნორვეგიელმა მატჩის ბოლომდე 1 ბრეიკპოინტიც კი ვერ გამოიმუშავა.
პირველი სეტის მესამე გეიმში დანილმა შეძლო ბრეიკის შესრულება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა პარტია ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4.
მეორე სეტში კიდევ უფრო თავისუფლად ათამაშდა მედვედევი, რომელმაც მე-5 და მე-7 გეიმებში აიღო ნორვეგიელის ჩაწოდება და 80 წუთში მოიპოვა კიდეც ფინალის საგზური 6:4 6:2.
რუსმა ჩოგბურთელმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და ზედიზედ მეორე წელია ფინალში გადის(შარშან ჩემპიონი გახდა). დანილის მეტოქე ჯოკოვიჩ/ზვერევს შორის გამარჯვებული იქნება.