მეთევზე აგუერო

მანჩესტერ სიტის ყოფილმა ვარსკვლავმა სერხიო აგუერომ ცოტა ხნის წინათ კარიერა გულის პრობლემების გამო დაასრულა და მას შემდეგ ერთთავად მოგზაურობს და ერთობა. ჯერ ურუგვაიში გაემგზავრა, შემდეგ მექსიკაში, ახლა კი არგენტინაშია.

წინა დღეებში აგუერო მეგობრებთან ერთად არგენტინის პროვინცია კორიენტესში ბრძანდებოდა, რომელიც მისი ყოფილი სიმამრის, დიეგო მარადონას მშობლების დაბადების ადგილია.

The Argentine shared snaps of his trip and captioned them with the words 'incredible sports fishing experience'

ამჯერად თევზაობა გააჩაღეს და დიდი თევზებიც დაიჭირეს. თუმცა ამბობენ, ეს უფრო  გიდის, მატიას პავონის დამსახურებააო.

სერხიო მეგობრებისგან კიდევ იმით გამოირჩეოდა, რომ ვერსაჩეს 300 ევროიანი პიროვნული შორტები ეცვა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *