მეთოთხმეტედ! – რეალმა ლიგა მოიგო!

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – რეალი. მადრიდელებს გამარჯვება მაშინაც შეუძლიათ, როდესაც ფავორიტები არ არიან. სეზონის წინ, ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა, რომ ეს გუნდი დუბლს შეასრულებდა, თუმცა ეს რეალია.

 

რაც შეეხება მატჩს, ისე მოიგო, როგორც ამ სეზონში იცის ხოლმე – ლივერპული უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მო სალაჰს კურტუამ ბევრჯერ აჯობა, მანემ ძელს გაარტყა, თუმცა რეალმა გაიტანა! – ვალვერდეს დარტყმა-პასის შემდეგ, ვინისიუსმა შორეული კუთხე ჩაკეტა და გუნდს მეთოთხმეტე ჩემპიონობა მოუტანა!

 

ამ გამარჯვების შემდეგ, კითხვის ნიშანი არ ჩანს, რომ ქარიმ ბენზემა ოქროს ბურთს იმსახურებს. 99.9%-ით, ასეც იქნება.

 

რეალის გულშემატკივრებს – გილოცავთ!

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.