მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა, ჯონ სტოუნზმა და კაილ უოკერმა, ერთ-ერთ კაფეში უპატრონი კატა დაიმეგობრეს და თქვეს; თუ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით, კატას ინგლისთი წავიყვანთო.
ინგლისის ეროვნული გუნდი მუნდიალის მეოთხედფინალში ფრანგებთან დამარცხდა (1:2) და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა., თუმცა ფეხბურთელებმა სიტყვა მაინც შეასრულეს – კატას დეივი დაარქვეს და თან წაიყვანეს.
მანამდე კი დეივზე ყატარის ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ იზრუნა. სტოუნზმა და უოკერმა მათ დაახლოებით 2 ათასი ევრო გადაუხადეს.
დეივს აცრები ჩაუტარეს და ასე გაამგზავრეს დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად.