საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველმა მორაგბეებმა ისევ გამოიჩინეს თავი. ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ეროვნული გუნდისა და სტად ფრანსეს შერკინების ბურჯი გიორგი მელიქიძე მოხვდა. პარიზელებმა შინ დაამარცხსე პლეი ოფში მოხვერდრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი ლა როშელი – 27:14. მელიქიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. სტად ფრანსე, ახლა. 32 ქულით მესამე ადგილზეა.
ბექა გიგაშვილის ტულონმა შინ წააგო გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის რასინგთან – 14:31. გიგაშვილმა 58-ე წუთზე ლელო გაიტანა, მაგრამ ამჯერად სიმბოლურ ნაკრებში ვერ მხოვდა. გიგაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს. ერთი წუთის შემდეგ მოედანი გოგიჩაშვილმაც დატოვა. იამვდროულად თამაშში ჩაერთი ხარაიშვილი.
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. ტურის სიმბოლურ გუნდში კი, საქართველოს ნაკრებისა და ბიარიცის მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია დაასახელეს. ბასკებმა ფრედ ითამაშეს სტუმრად გრენობლთან 13:13 და, ახლა, 37 ქულით მეორე ადგილზეა. ჯალაღონია ძირითად შემადგენლობაშია და 74-ე წუთზე შეცვალეს.