„მემფისმა“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ და მეტოქე 116-108 დაამარცხა.

მატჩის მთავარ დაპირისპირებად გამთამაშებელთა ჯახი მიიჩნეოდა ჯა მორანტი სტეფ კარის წინააღმდეგ.

null

„გრიზლისმა“ შეხვედრა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმში 13 სამქულიანიდან 8 ზუსტად მოათავსა კალათში. მასპინძლებმა ხელთ იგდეს ლიდერობა და მეორე მეოთხედში მათმა ჰანდიკაპმა +18-ს მიაღწია. ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ ზიაირ ვილიამსი და ტაიუს ჯონსი. დუეტმა ჯამში 34 ქულა დააგროვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბოლოო გამარჯვებაში.

მეორე ტაიმში უკვე „გოლდენ სტეიტი“ გამოცოცხლდა – ენდრიუ ვიგინსის და გარი პეიტონ ჯუნიორის დაცვაში კარგი ასპარეზობის ფონზე „მემფისს“ 7 დაკარგვა დაუგროვდა, რითაც მშვენივრად ისარგებლეს „ვორიორზის“ ლიდერებმა – სტეფ კარის და კლეი ტომფსონის დუეტმა ახლო და შორი დისტანციებიდან „ამოავსო“ მეტოქის კალათი და მესამე მეოთხედი სტუმრებმა 39-28 მოიგეს.

null

უკანასკნელი პერიოდიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ძირითადი დროის დასრულებამდე 3:33 წუთით ადრე ტაიუს ჯონსის ზუსტი სამქულიანით „მემფისის“ ლიდერობამ 9 ქულას მიაღწია 109-100.

„გოლდენ სტეიტი“ ბევრს ეცადა, მატჩის გადარჩენის თეორიული შანსი მაინც გამოეყენებინა, თუმცა არაფერი არ გამოუვიდა – შეხვედრის ბოლო წუთზე ჯა მორანტმა ზედიზედ 5 ქულა აიღო და „მემფისის“ მოგებათა სერია 10 მატჩამდე გაზარდა (ფრენჩაიზ რეკორდი).

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „მემფისის“ გამთამაშებელი ჯა მორანტი გახდა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა იყო. მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ჯარეჯ ჯექსონ ჯუნიორმა – 11 ქულა, 11 მოხსნა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში სამმაგი დუბლი შეასრულა სტეფ კარიმ – 27 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი(მეორე სამმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში). ნელ-ნელა სათამაშო რიტმს და ფორმას იუმჯობესებს კლეი ტომფსონი – 20 წუთში 14 ქულა+3 პასი+3 მოხსნა მიითვალა.

ზედიზედ მოგებული 10 მატჩის ფონზე „გრიზლისი“ დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციაზეა ბალანსით 29/14, „ვორიორზმა“ სეზონში მე-10 მატჩი წააგო(30 მოგება) და მეორე ადგილამდე დაქვეითდა, დაუთმო რა პირველობა „ფინიქსს“ (31 მოგება, 9 მარცხი).

“მემფისის” 10 მატჩიანი მოგებათა სერია

 

Leave a comment

Your email address will not be published.