ბარსელონას რთული პერიოდი უდგას. ამ თემაზე საუბრისას გამოცემა El Diario-ს ჟურნალისტმა მემფის დეპაის ჰკითხა ნანობს თუ არა ბლაუგრანაში გადასვლას, რაზეც ნიდერლანდელმა უპასუხა.
“ბარსელონაში გადმოსვლას არ ვნანობ. ან საერთოდ როგორ შეიძლება ამ კითხვის დასმა? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა დონის გუნდია ბლაუგრანა. ეხლა რთული სიტუაციაა და ამას ყველა განვიცდით. ეს ბარსასთვის უჩვეულო მომენტია. დარწმუნებული ვარ მდგომარეობა გამოსწორდება და ბარსელონა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.”-განაცხადა დეპაიმ.
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის საწყის 2 ტურში 0 ქულა აიღო, გუნდმა ბენფიკასთანაც და ბაიერნთანაც 0:3 წააგო. რაც შეეხება ლა ლიგას, კუმანის შეგირდები ესპანეთის ჩემპიონატში 12 ქულით მე-9 ადგილზე არიან.
დეპაი ბარსაში სეზონის დასაწყისში ლიონიდან გადავიდა. 27 წლის ნიდერლანდელმა ახალი გუნდის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.