მანჩესტერ სიტის მცველს, ბენჟამინ მენდის კანონთან პრობლემები აქვს.
PA მედიის ინფორმაციით, ჩეშირის პოლიციაში საჩივარი შევიდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში, გაუპატიურების ბრალდებით, ფეხბურთელს სამი 16 წელზე უფროსი გოგონა უჩივის.
სიტიმ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელთან საქმიანი ურთიერთობა გამოძიების დასრულებამდე შეჩერებულია, დამატებით კომენტარს კი არ გააკეთებენ.
მიმდინარე სეზონში, მენდიმ მონაწილეობა ორ შეხვედრაში მიიღო…