კრივის ლეგენდამ, მენი პაკიაომ 42 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. მენიმ დიდი სპორტიდან დიდ პოლიტიკაში გადაინაცვლა. გასულ თვეს, იორდენის უგასთან განცდილი მარცხის შემდეგ პაკიაომ ახსენა, რომ მისთვის ეს ბრძოლა შესაძლოა ბოლო ყოფილიყო და ასეც მოხდა, გასულ ღამეს, მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2022 წლის არჩევნებზე ფილიპინების პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
პაკიაო უკვე არის სენატორი და პროფესიონალური კარიერის დროს, მას არაერთი დიდი და კეთილი საქმე გაუკეთებია ფილიპინელი ხალხისთვის. “მე მებრძოლი ვარ და ყოველთვის მებრძოლი ვიქნები როგორც რინგზე, ასევე რინგის გარეთაც. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება ხალხს თანაგრძნობითა და გამჭირვალობით” – განაცხადა პაკიაომ.
მენიმ პროფესინალური კარიერა 1995 წელს დაიწყო და დღემდე 72 ბრძოლის გამართვა მოასწრო, აქედან 62-ში იმარჯვა, 8 დათმო ხოლო 2 ფრედ დასრულდა.