პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, შვიდკაცა რაგბიში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის, ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და A ჯგუფში ასპარეზობდა, პირველ მატჩში მასპინძლებთან, პორტუგალიის ნაკრებტან წააგო – 10:19.
მომდევნო შეხვედრაში კი, გერმანიის ნაკრებთან თამაშის თითქმის ყველა კომპონენტი დავთმეთ და 0:29 წავაგეთ. გერმანიამ საბოლოოდ ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა.
მესამე შეხვედრაში ჩვენმა მეშვიდკაცეებმა მატჩის ბოლო წამებზე შეძლეს ლიეტუვას დამარცხება 19:14 და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ.
ხვალ, მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე რუსეთის შვიდკაცა რაგბის ნაკრები იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ნახევარფინალში მეტოქე გერმანიასა და პოლონეთს შორის გამარჯვებულს ვეთამაშებით.