საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მოსკოვში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. ლისაბონში, პირველ ეტაპზე სამი მატჩის მოგებისა და მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ, ჩვენი გუნდი A ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებებთან მოხვდა, B ჯგუფში კი გერმანია, რუსეთი, იტალია და ლიეტუვა ითამაშებენ.
ლისაბონში გამართული ეტაპისგან განსვავებით გუნდში შვიდი ახალი მორაგბეა.
გიორგი მაისურაძე, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელი:
“ჩვენი მიზანია, რომ ვითამაშოთ უკეთ ვიდრე ლისაბონში და მოწინავე ოთხეულში მოვხვდეთ. ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, ბევრ დეტალზე ვიმუშავეთ. ორმხრივი თამაშებიც გავმართეთ და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მიეცა. გავიარეთ მეტოქეთა თამაშების ვიდეო-ანალიზი. აქცენტს პორტუგალიაზე ვაკეთებთ, რადგან პირველი შეხვედრა მასთან გვაქვს და გვსურს ტურნირი მოგებით დავიწყოთ. შევარჩიეთ სტრატეგია, რომელმაც ჩვენი აზრით წარმატება უნდა მოგვიტანოს და გაამართლებს თუ არა ის, მოედანზე გამოჩნდება”.
საქართველოს ნაკრები
ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი კოშაძე (ხარები), თენგიზ პერანიძე (ლელო), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), იოანე ხელაია (აკადემია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი), ლუკა მატკავა (არმაზი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ლადო მიმინოშვილი (ყოჩები)