ოლიმპიურ თამაშებზე მას სამივე სინჯის მედალი აქვს. ლონდონში ოქრო, რიოში ბრინჯაო და, ახლა, ტოკიოში ვერცხლი. ლაშა შავდათუაშვილმა შოჰეი ონოსთან 10 წუთის განმავლობაში შეუპოვრად იჭიდვა. მეტოქეს ორი გაფრთხილებაც მიაღებინა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, იაპონელმა მაინც შეძლო და ჩვენებურს ვაზარი აართვა. შედეგად, ონომ ოქროს მედალი მოიგო.
ლაშას მადლობა ვუთხრათ თავდადებული, ბოლომდე ბრძოლისთვის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯუდოკაა.