მეორე შანსი კუმანს – “ტიტულებისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით!”

ხავი რომ ბარსელონას მწვრთნელი არ იქნება, ამაზე ალ-სადდთან ახალი კონტრაქტიც მოწმობს. თუ წინა კონტრაქტში პირობა იდო, რომლის მიხედვითაც, ბარსელონაში გადასვლის შემთხვევაში, ის უფასოდ წავიდოდა, ახალ კონტრაქტში ეს პუნქტი გაქრა.

ლაპორტას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თითქოს პრეზიდენტსა და ხავის ურთიერთობა დაეძაბათ, მაგრამ ახლა კომუნიკაცია აღადგინეს.

ბლაუგრანას პრეზიდენტმა კატალონიის რადიოსთან დაადასტურა, რომ ხავიმ ის დაარწმუნა, კუმანისთვის მეორე შანსი მიეცა.

მიზეზი რა არის? ლაპორტა იმედოვნებს, რომ სათანადო მოთმინებითა და ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, გუნდი მოუმატებს და ტიტულებისთვის რეალურად იბრძოლებს…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *