UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი და ამავე წონის #6 კონტენდერი, ქართველი ფალავანი, მერაბ დვალიშვილი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ეს ფაქტი, კი დიდი ხნის მანძილზე კითხვის ნიშნებს აჩენდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდებოდა, როცა მერაბი ქამარს მიუახლოვდებოდა. ორივე მათგანი აღნიშნავდა, რომ ერთმანეთთან ბრძოლა გამორიცხული იყო. გუშინ, თვითერზე დასმულ კითხვას კი, ალჯომ შემდეგი პასუხი გასცა:
“მერაბის მომავალი გამარჯვების შემდეგ, დიდი ალბათობით, წონას შევიცვლი, რათა მერაბმა შეძლოს და მიიღოს დამსახურებული შანსი, მოიპოვოს ტიტული და დაწეროს საქართველოს ისტორია.”
Aljamain Sterling forecasts a "move up" rather than a fight against teammate Merab Dvalishvil for bantamweight gold 📈 pic.twitter.com/JKUaTMnwQA
— MMAFighting.com (@MMAFighting) May 31, 2022
ალჯოს ამ კომენტარს თავად მერაბიც გამოეხმაურა:
“ალჯო არის ოქრო კაცი. მისგან ბევრი რამე ვისწავლე და მას ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის…”
This man @funkmasterMMA is gold!
I learn from him every day. I am grateful to call him brother ! ალჯო არის ოქრო კაცი. მისგან ბევრი რამე ვისწავლე და მას ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის… ✊❤️ https://t.co/nY2cKnTOEC— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) June 1, 2022