UFC-ს გამორჩეული საშუალო წონოსანი, პაულო კოშტა, თვითერზე სახალისო პოსტს ავრცელებს. ბრაზილიელი მებრძოლი გამოირჩევა მხიარული და საკმაოდ სასაცილო თვითებით, რომლებიც ძირითადად UFC-ს მებრძოლებს ეხება. ამჯერად კოშტამ პოსტი მერაბ დვალიშვილზე დაწერა:
“მერაბი ძალიან კარგი ადამიანია, UFC-ს დარბაზში საჭმელს 2 თვე ვპარავდი, თუმცა მას არასდროს არაფერი უთქვამს. სხვათაშორის კრევეტებსა და ბრინჯში საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს”
Merab is a very nice guy. I stoles his food in UFC pi for long 2 months and he never said nothing. 🙏 he has a good taste for shrimps and rice btw
— Paulo Costa ( Borrachinha ) (@BorrachinhaMMA) January 9, 2023