მერაბ დვალიშვილის უდიდესი წინსვლა რეიტინგში!

LAS VEGAS, NEVADA - SEPTEMBER 25: Merab Dvalishvili of Georgia poses for a portrait after his victory during the UFC 266 event on September 25, 2021 in Las Vegas, Nevada. (Photo by Mike Roach/Zuffa LLC)

UFC 266-ზე ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის მიმდინარეობისას პირველ რაუნდში უმძიმეს დარტყმებს გაუძლო, მაგრამ ბრძოლაში დაბრუნება და გამარჯვება მოახერხა.

ბრძოლამდე მერაბი რეიტინგის მე-11 ნომერი იყო, მისი მოწინააღმდეგე კი მე-6.

შესანიშნავი პერფორმანსის გამო მერაბ დვალიშვილმა ბონუსიც დაიმსახურა.

განახლებული რეიტინგით ქართველმა მებრძოლმა მარლონ მორაესის ადგილი დაიკავა. ის ახლა სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მეექვსე ნომერია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *