EA Sports-ის წარმოებული UFC-ს ვიდეოთამაში, საბრძოლო სპორტების კატეგორიაში ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. ამჟამად ამ თამაშის ოთხი ნაწილია გამოსული. თამაშში UFC-ს მებრძოლების სრული შემადგენლობა არაა წარმოდგენილი, აქ შეხვდებით მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მებრძოლებს, ისეთებს, რომლებიც პოპულარულები და რეიტინგულები არიან.
UFC 4-ში აქამდე ქართველი მებრძოლებიდან მხოლოდ გიგა ჭიკაძე იყო, თუმცა დღეს მას მერაბ დვალიშვილიც დაემატა. დვალიშვილით თამაშს აპლიკაციის განახლების შემდეგ შეძლებთ.
მერაბს დეველოპერებმა შემდეგი რეიტინგი მისცეს – გრეპლინგი 4.5/5, სტრაიკინგი 4/5, სტამინა 4,5/5 – ჯამში 4.5/5.