UFC-ს ყოველწლიურ ნომინაციებში, მერაბ დვალიშვილი 2021 წლის საუკეთესო ქამბექისთვისაა წარდგენილი. 26 სექტემბერს გამართულ ორთაბრძოლაში, სადაც მერაბმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა მარლონ მოარესის წინააღმდეგ, UFC-ს არ გამორჩენია. მერაბთან ერთად ნომინირებულები არიან მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ჩარლზ ოლივეირა, ასევე ენტონი ჰერნანდეზი და ჟულიან მარკეზი.
ხმის მიცემა მიმდინარეობს UFC-ს თვითერის ოფიციალურ გვერდზე, გამოკითხვაში მონაწილეობისთვის საჭიროა თვითერზე ავტორიზაცია.