მართალია, მერაბ დვალიშვილს ოქტაგონზე UFC-ს არაერთი დიდი მებრძოლი გაუკონტროლებია, თუმცა დაუმორჩილებელი ცხენის გაკონტროლება მისთვისაც კი რთული აღმოჩნდა.
საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს, მერაბმა მეგობრებთან ერთად ცხენებით გაისეირნა. ცხენზე ამხედრებული დვალიშვილისთვის ვიდეოს გადაღების პროცეში პატარა კურიოზიც მოხდა – ცხენიდან ჩამოსვლის დროს მებრძოლს თეთრი რაში გაუძალიანდა… რაც მთავარია ყველაფერი ტრავმის გარეშე დასრულდა.
“ჩვეულებრივი ვიდეოს გადაღება მინდოდა და მაგარ პრიკოლში გავიჩითე… მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ უფასო ვაშლი გვაქვს” – ამბობს მერაბი ინციდენტის შემდეგ.