მერაბ დვალიშვილს ბრძოლა ჩაენიშნა

ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონს 26 სექტემბერს, UFC 266-ზე დაუბრუნდება. მისი მეტოქე Bantamweight დივიზიონის #6 მებრძოლი, მარლონ მორაესი იქნება.

ქართული UFC-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოწონააღმდეგე TOP 10-დან იქნება.

მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 6 ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლო ბრძოლა მან 2021 წლის 1 მაისს კოდი სტამანის წინააღმდეგ  ჩაატარა და 3 რაუნდის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *