მერე რა, რომ გაუშვეს?..

აი, რა არის ფეხბურთი… ოლე-გუნარ სულშერმა მანჩესტერ იუნატედის პერსონალს საშობაო საჩუქრები გაუგზავნა. 48 წლის ნორვეგიელი სპეციალისტი ნოემბერში გაუშვეს გუნდიდან, მაგრამ პერსონალთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

კლუბში სულშერს ლეგენდად თვლიან. ან სხვანაირად როგორ უნდა იყოს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე? სხვა რომ არაფერი, ის ერთი მომენტიც კი საკმარისია – გოლი ბაიერნის კარში.

ისედაც, სულშერი თავმდაბალი პიროვნებაა. არაკონფლიქტური. 11 წელი ფეხბურთელის რანგში, 3 წელიც მწვრთნელად… ის იუნაიტედის კაცია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *