მესამედ…

ევრო 2020-ზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (მერვედფინალში ჩეხებთან 0:2 წააგეს), ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. თუმცა მისი შემცვლელი დიდ ხანს არ უძებნიათ. ლუი ვან გაალი თავიდანვე მთავარ კანდიდატად დაასახელეს.

De Telegraaf-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირმა უკვე შეათანხმა ორწლიანი კონტრაქტი 69 წლის სპეციალისტთან და უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხადებენ ამ სიახლეს.

Louis van Gaal will come out of retirement at 69 to lead Netherlands for the third time

ვან გაალი მესამედ ჩაიბარებს ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს. მანადე ის „ნარინჯისფერებს“ 2000-02 და 2012-14 წლებში თავკაცობდა. 2014-ის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედელებიც მოაპოვებინა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *