მესები აეროპორტში ნახეს (ფოტო)

ლეო მესის შვებულება დაუმთავრდა და კატალონიაში დაბრუნდა, რათა ბარსელონასთან ერთად წინასასეზონოდ სათანადოდ მოემზადოს. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ოჯახის წევრებთან ერთად აეროპორტში შენიშნეს.

 

შეგახსენებთ, რომ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი ამოეწურა. მან გუნდთან ახალი ხელშეკრულების პირობები შეათანხმა და როგორც ცნობილია, 2 აგვისტოს მოაწერს ხელს, მანამდე კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

11 ივლისს მესიმ თანამემამულეებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო, სადაც ფინალში ბრაზილიის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *