მესიმ ანტირეკორდი გაიმეორა

ლიგა 1-ის მორიგ ტურში, პსჟ ლორიენს შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 40-ე წუთზე მენკოდუმ გახსნა, 91-ზე კი მაურო იკარდიმ გაათანაბრა და პსჟ წაგებას გადაურჩა.

აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესიმ ანტირეკორდი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ მესიმ შიდა ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 გასვლით მატჩში ვერ გაიტანა. პირველად ეს 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის მარტამდე მოხდა როცა მესი ბარსელონაში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ში მიმდინარე წლის აგვისტოში გადავიდა. არგენტინელმა ფრანგთა მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, საიდანაც 5 ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო 1 ლიგა 1-ში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *