მესიმ ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, პსჟ-მ ნანტს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. სწორედ დღევანდელ შეხვედრაში გაიტანა ლეო მესიმ ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი. ლეო ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლი 87-ე წუთზე გაიტანა.

მესი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეურთდა. ამ მომენტისთვის ლიგა 1-ში მის ანგარიშზე 7 მატჩი და 1 გოლია, სულ კი პსჟ-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და 4 ბურთი შეაგდო.

რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდმა 37 ქულა დააგროვა და შემდეგ ტურში სტ.ეტიენს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *