მესიმ მოიგო, სხვებს რა ეშველებათ?!

მილანის შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შესახებ ისაუბრა და ასევე დასძინა, რომ პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე მომავალში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კიდევ მოიგებს მუნდიალს.

„ვამბობდი, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა და ასეც მოხდა. თუ გინდა, რომ ყატარის მუნდიალი სამუდამოდ დაგამახსოვრდეს, ვის უნდა მოეგო? მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა.

Zlatan Ibrahimovic: I hope Argentina win the World Cup for Messi

მბაპე კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. არ ვდარდობ მასზე. სხვა არგენტინელ ფეხბურთელებზე ვღელავ. მესი დაამახსოვრდებათ, მაგრამ სხვა ბიჭებს, რომლებიც არაადეკვატურად იქცეოდნენ, ვერ ვცემთ პატივს. ისინი მუნდიალს ვეღარ მოიგებენ, ამას ვამბობ, როგორც უმაღლესი კლასის პროფესიონალი ფეხბურთელი“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *