მესიმ პოჩეტინოს ხელი არ ჩამოართვა

ფრანგული ლიგა 1-ის მე-6 ტურის მატჩში, პარი სენ-ჟერმენმა ლიონს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებს მაგრად გაუჭირდათ. თავიდან აგებდნენ კიდეც, მაგრამ ნეიმარმა გაათანაბრა პენალტით. გამარჯვებისა კი იკარდიმ 94-ე წუთზე გაიტანა.

 

ეს ლიონელ მესის საშინაო დებიუტი გახლდათ. არგენტინელი ჯერჯერობით „უცხო სხეულად“ მოჩანს გუნდში. თავი არაფრით გამოუჩენია და ერთხელ ნეიმარის შესანიშნავი პასიც გააცუდა. ასეთს ლეო სხვა შემთხვევაში ათიდან ათს გაიტანდა.

შედეგად, 75-ე წუთზე ის პოჩეტინომ შეცვალა. ამან მესი აღაშფოთა. მინდვრიდან გასვლისას მწვრთნელს გაწვდილი ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოა სკამზე კარგა ხანს ემოციურად უმტკიცებდა რაღაცას თანაგუნდელ პარედესს.

 

შეიძლება იყოს 5 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *