ლეო მესიმ, რომელმაც 2 დღის წინ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო, პსჟ-ს ვარჯიში გამოტოვა. GFFN-ს ცნობით, მესი გუნდს გასტროენტერიტის სიმპტომების გამო დააკლდა.
იგივე სიმპტომების გამო პსჟ-ს ვარჯიში ლეონარდო პარედესმაც გამოტოვა. ორივე ფეხბურთელის ნიცასთან თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პსჟ ლიგა 1-ში 40 ქულით ცხრილის სათავეშია, მეორე ადგილოსან რენს 12 ქულით უსწრებს და უახლოეს ტურში ნიცას შეხვდება.