მესიმ რონალდუს რეკორდი მოხსნა

Soccer Football - Copa America 2021 - Final - Brazil v Argentina - Estadio Maracana, Rio de Janeiro, Brazil - July 10, 2021 Argentina's Lionel Messi celebrates winning the Copa America as he kisses the trophy REUTERS/Ricardo Moraes

ლეო მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა, ამჯერად სოციალურ ქსელში. კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, მან ინსტაგრამზე თასთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, რომელსაც 20 071 038 მოწონება აქვს. იგი ინსტაგრამის ისტორიაში მოწონებით მეექვსეა, სპორტის ისტორიაში კი ყველაზე მეტი ლაიქის მქონე ფოტო გახლავთ.

მესიმ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი მოხსნა. გასული წლის 25 ნოემბერს დიეგო მარადონა გარდაიცვალა და კრიშტიანუ ამას ინსტაგრამ პოსტით გამოეხმაურა, რამაც 19 836 885 მოწონება მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ თანამემამულეებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო. არგენტინის ნაკრებმა ფინალში ბრაზილიის ეროვნული გუნდი 1:0 დაამრცხა, ეს ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *