ლეო მესის კორონავირუსი დაუდასტურდა. არგენტინელი ამჟამად თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. როგორც ფრანგული პრესა იუწყება, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს კორონავირუსი მსოფლიო ფეხბურთის ბევრ ვარსკვლავს დაუდგინდა. კოვიდით დაინფიცირდნენ დიეგო სიმეონე, ანტუან გრიზმანი, ხორდი ალბა, ისკო, დავიდ ალაბა, ტიაგო ალკანტარა, იურგენ კლოპი და კიდევ არაერთი ცნობილი საფეხბურთო სახე.
მესი პსჟ-ს შარშან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფრანგულ კლუბში მან 16 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, საიდანაც 5 ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო, 1 ლიგა 1-ში.