ვოიცეხ შჩესნის ჰკითხეს, თუ რაზე ესაუბრებოდა ლეო მესის არგენტინა-პოლონეთის მატჩის პირველ ტაიმში. ეს პენალტის მომენტში, როცა მსაჯი VAR-ზე ამოწმებდა ეპიზოდს.
„100 ევროზე დავნიძლავდეთ, რომ პენალტს არ დანიშნავენ. მოკლედ, მესისთან წავაგე. გადახდას არ ვაპირებ, მესის ისედაც საკმარისი ფული აქვს“ (Ole)

შჩესნი ისტორიაში მესამე მეკარეა, რომელმაც ერთ მუნდიალზე ორი პენალტი მოიგერია: პირველი იყო ასევე პოლონელი იან ტომაშევსკი 1974 წელს, მეორე – ამერიკელი ბრედ ფრიდელი 2002 წელს. შჩესნიმ კი ყატარში ჯერ საუდის არაბეთთან მოიგერია პენალტი, მერე კი ლეო მესიც გაამწარა.
და მესის რაც შეეხება, მეორე ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ორი პენალტი გაუცუდდა. პირველი იყო განელი ასამოა გიანი… შეგახსენებთ, მესიმ წინა მსოფლიოზე ისლანდიას ვერ გაუტანა.