მესის ანტირეკორდი – ასეთები ლეოსაც ემართება

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პსჟ რეიმს შეხვდა და 4:0 დაამარცხა. გოლები მარკო ვერატიმ, სერხიო რამოსმა და დანილო პერეირამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ფაესმა ჩაჭრა.

Stats Foot-ის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ლეო მესიმ ჩემპიონატის საწყის 12 თამაშში გოლი ვერ გაიტანა. ლეო მესის კორონავირუსის გამო ბევრი გაუცდა, მან გუშინდელ მატჩში 63-ე წუთზე ანხელ დი მარია შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ს შარშან ზაფხულში შეუერთდა. პარიზელთა რიგებში მის ანგარიშზე 17 მატჩი და 6 გოლია, საიდანაც 5 ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო.

პსჟ ლიგა 1-ში 53 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან ნიცას 11 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გუნდი მადრიდის რეალს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.