მესის გამოყენებული ცხვირსახოცი აუქციონზე კოლოსალურ თანხად იყიდება

მოგეხსენებათ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ბარსელონა რამდენიმე დღის წინ დატოვა და კარიერას პსჟ-ში განაგრძობს. ლეო ბარსელონაში 2000 წელს, ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ჩაირიცხა და 21 წელი მის ღირსებას იცავდა. მას წელსაც ბარსელონას რიგებში უნდა ეთამაშა, თუმცა კლუბმა მისი შენარჩუნება ვეღარ შეძლო და კონტრაქტის გახანგძლივებაც ვეღარ მოხერხდა. ამ ამბავმა მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა, ვინაიდან მესი სხვა კლუბის ფორმაში ყველასთვის რთული წარმოასადგენია. საკმაოდ ემოციური იყო ლეოს ბოლო პრესკონფერენცია, სადაც იგი თავის პირველ და ერთადერთ კლუბს გამოემშვიდობა – არგენტინელმა პრესკონფერენციის მიწურულს ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო.

პრესკონფერენციიდან რამდენიმე დღეში კი არგენტინულ ონლაინ მარკეტზე Mercado Libre მესის მიერ გამოყენებული ცხვირსახოცი გამოჩნდა, რომლის საწყისი ფასიც აუქციონზე არც მეტი არც ნაკლები, 1 მილიონი დოლარია. ჯერ-ჯერობით უცნობია, სიმართლეა თუ არა, რომ ეს მართლაც ლეოს გამოყენებული ცხვირსახოცია, თუმცა გამყიდველი ირწმუნება, რომ ცხვირსახოცზე ლეოს თითის ანაბეჭდები და დნმ-ია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *