საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში პსჟ ფენი ოლნიოს შეხვდება. RMC Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული მატჩი ლეო მესის გარეშე ჩაივლის. საქმე იმაშია, რომ ფრანგებმა არგენტინელ მეგავარსკვლავს დასვენების საშუალება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეუერთდა. 34 წლის ფეხბურთელმა პსჟ-ს მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, საიდანაც 5 ბურთი ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო, 1 კი ლიგა 1-ში.
პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში 45 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან მარსელს 13 ქულით უსწრებს. ფრანგები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის რეალს შეხვდებიან.