მესის ეფექტი – აგუეროს ბარსელონადან წასვლა სურს

სერხიო აგუეროს ბარსელონადან წასვლა სურს. Marca-ს ინფორმაციით, არგენტინელს გუნდის დატოვება იმის გამო უნდა, რომ ბლაუგრანაში კარიერას ლეო მესი აღარ გააგრძელებს.

ესპანური წყარო ირწმუნება, რომ აგუერო კონტრაქტში ეძებს პუნქტს, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის საშუალებას მისცემს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი ბარსას რამდენიმე კვირის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

რაც შეეხება მესის, მას ბარსასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები მის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ. ლეომ გუნდი დატოვა და როგორც უცხოელი ტაბლოიდები ირწმუნებიან, მესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *